ა)
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ)
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულ თიანეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საპატიო თიანელის“წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:
ა)
საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;
ბ)
საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
გ)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე)
მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ვ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
მუხლი 4
,,საპატიო თიანელის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ)
შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, ორი ფოტოსურათი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;
ე)
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია;
ვ)
კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „საპატიო თიანელის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;
ზ)
კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და დასკვნა შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე;
თ)
კომისიის დაკვნას იხილავს საკრებულოს ბიურო და მიღებული გადაწყვეტილება შეაქვს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად.
მუხლი 5
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის საპატიო თიანელის წოდების მინიჭების შესახებ.
2.
საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით და გამოსცემს განკარგულებას საპატიო თიანელის წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6
1.
,,საპატიო თიანელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 3 (სამი) პიროვნებას.
2.
საპატიო თიანელს, როგორც წესი, თიანეთის მუნიციპალიტეტში „თიანეთობის“ დღესასწაულზე (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს),გადაეცემა „საპატიო თიანელის“ დიპლომი და მოწმობა.
3.
საპატიო თიანელის მონაცემები შეტანილ იქნება საპატიო თიანელის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას „საპატიო თიანელის“ წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება;
ბ)
საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
2.
„საპატიო თიანელის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „საპატიო თიანელის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.
მუხლი 8
„საპატიო თიანელის“ დამადასტურებელი მოწმობისა და დიპლომის დამზადებას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო თიანელის“ დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია მუნიციპალიტეტის დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი
დიპლომი
------------------------------------------------
სახელი, გვარი
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა „საპატიო თიანელის“ წოდება.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
_________________
(ხელმოწერა)
DIPLOMA
------------------------
Tianeti Municipality City Council (Resolution --) is granting Honorary Title of tianeti Citizen.
თიანეთის მუნიციპალიტეტის „საპატიო თიანელის” მოწმობა წარმოადგენს ყდაში ჩასმულ შუაზე გადაკეცილ ფორმატს, რომლის წინა მხარეს, ამოტვიფრულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გერბი, ხოლო შიგნით, მარცხენა მხარეს, ცენტრში დატანილია წარწერა „საპატიო თიანელი“, ქვემოთ განთავსებულია ფოტოსურათი, ხოლო მარჯვენა მხარეს ტექსტი ქართულ ენაზე
საპატიო თიანელი
ფოტო
მოწმობა
------------------------------------------------
სახელი, გვარი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით
მოქმედებს თუ არა „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.07.2014.
როდის იქნა მიღებული „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
„საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 02.05.2014. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.154.016160.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.07.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ, №9, 02.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016160 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2335437/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია