„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.“.
2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) გაწვევით ვადიანი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის − არანაკლებ 3 წლისა;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 30 აპრილი 2014 წ. N2323-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2323-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.05.001.017413.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2323-IIს, 30.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.017413 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2336118/