რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2552
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2552

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ქვეპუნქტის შესაბამისად,მიეცეს თანხმობა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რათა თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება – ერთი ერთეული კომპიუტერი, მონიტორი და პრინტერი გადასცეს თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“არსებულ პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური