„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4328
სარეგისტრაციო კოდი
340.140.000.05.001.002.738
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 04/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ბავშვთა კვების (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა კვების) პროდუქტების წარმოების ყველა საფეხურზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობა და კონტროლი.“.

2. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 36-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საცალო ვაჭრობაში დაუფასოებელი პროდუქციის მიწოდებისა და რეალიზაციის ჰიგიენური პირობებისა და წესების შემუშავება და დამტკიცება.“;

ბ) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს მაღალი რისკის წარმოებაში 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა:

ა) პირველადი წარმოებისა;

ბ) მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა.

9. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ყველა სხვა სურსათის გადამამუშავებელი წარმოებისათვის 2011 წლის 1 იანვრიდან.

10. მიკვლევადობისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემების დანერგვა განხორციელდეს ცხოველთა საკვების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის 2012 წლის 1 იანვრიდან.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

     „მუხლი 361

1. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2007 წლის 15 თებერვლამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების სათანადო მომზადებისათვის საჭირო სასწავლო ღონისძიებების ნუსხა ამ ღონისძიებების ჩატარების თარიღების მითითებით.

3. 2008 წლის 1 ივნისამდე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ცხოველთა დაავადებების სახელმწიფო კონტროლზე, რომელიც განსაზღვრულია „ვეტერინარიის შესახებ“ და „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

5. საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 1 თებერვლამდე დაადგინოს სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემის წესი და უზრუნველყოს აღნიშნული სისტემის ამოქმედება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4328–რს