ქ. თბილისში, დაბა წყნეთის მიმდებარედ, ბეთანიის სამთო-სათხილამურო და გასართობი ცენტრის სათხილამურო ტრასის საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2562
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2562

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, დაბა წყნეთის მიმდებარედ, ბეთანიის სამთო-სათხილამურო და გასართობი ცენტრის სათხილამურო ტრასის საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

ქვეყნისათვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის2009წლის24მარტის№57დადგენილების39-ე მუხლის მე-5პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ–ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ მისთვის წარდგენილი სათანადოდ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს ქ. თბილისში, დაბა წყნეთის მიმდებარედ, ბეთანიის სამთო-სათხილამურო და გასართობი ცენტრის სათხილამურო ტრასის საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვა.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური