ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №918
2014 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს ანაკლიის საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“?
- „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“ მიღებულია 22.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №918. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017173.
- სად არის „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიაში საფეხმავლო ხიდის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ“, №918, 22.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017173 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2365338/