მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი
თავი V — გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ კანონის 302 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს 2021 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №490 – ვებგვერდი, 27.05.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-1054(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2024
…ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და ამავე მომენტიდან აითვლება მასთან დაკავშირებული ვადები. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დადგენილი წესით კანონის მე-12, მე-14, მე- 17 და 311 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის შესაბამის პროცედურებს ქართული ან აფხაზური…