საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№25 80
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ინგლისური ენის დაუფლებაში დახმარების მიზნით უცხო ქვეყანაში ინგლისურენოვანი მოხალისეების შერჩევასთან დაკავშირებული მომსახურების,მოხალისე მასწავლებელთა ჯანმრთელობის დაზღვევასა და ავიაბილეთების მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 320202).
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური