საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2581
2011 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2012 წლის განმავლობაში 25 ცალი სიხშირის გამაძლიერებელი რეპიტერისა და მასთან დაკავშირებული ყოველთვიური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 320203) და სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური