სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2588
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№258 8

2011 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-5 მუხლის შესაბა­მი­სად, სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით:

1. ერთჯერადი ღონისძიების სახით შემოღებულ იქნეს სოფლის სა­გა­ზაფ­ხულო სამუშაოების ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს 30 ლარის ღი­რებულების საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ან სა­სუ­ქის მიღებას, ან ფულად გასაცემელს 30 ლარის ოდენობით.

2. დამტკიცდეს:

ა) ვაუჩერის ფორმა – №1 დანართის შესაბამისად;

ბ) „ვაუჩერის დარიგების და ანაზღაურების წესი“ – №2 დანართის შე­საბამისად;

გ) პერსონალური რეესტრის ფორმა – №3 დანართის შესაბამისად.

3. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – სო­ფ­ლის მეურნეობის განვითარების ფონდს:

ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გან­ხორ­ციელების უზრუნველყოფა, მათ შორის:№1 დანართის შესაბამისი ფორ­მის ვაუჩერების დაბეჭდვა, მოსახლეობის ინფორმირება და სხვა სა­ჭი­­რო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) 2012 წლის 31 დეკემბრამდე საბანკო დაწესებულებასთან საბო­ლოო ანგარიშსწორება მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.

4. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორ­გა­ნო­ებს, უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული პირები­სა­თვის ვაუჩერის დადგენილი წესით გადაცემა.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასა­ფ­ი­­ნან­სებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზ­რუნ­ველ­ყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით, პროგრამა „რეგიონებში სასოფლო ‑სამეურნეო და­ნიშ­ნულების სავარგულების ათვისების ხელშეწყობის“ (პროგრამული კო­დი – 37 0 1 07) ფარგლებში გამოყოფილი თანხის გადარიცხვა არასამე­წარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის გან­ვი­­თარების ფონდის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური

დანართი №1

 

 

Description: vaucheri2

დანართი №2

ვაუჩერის  დარიგების და  ანაზღაურების წესი

 მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნი­შვნელობა:

ა) ვაუჩერი – მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რო­მელიც ვა­უჩერით მფლობელს ანიჭებს უფლებას, გამოიყენოს იგი სასოფ­ლო‑სა­მე­ურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად ან სასუქის შე­საძენად, ან 2012 წლის 1 ივნისიდან ისარგებლოს ვაუჩერით გათვა­ლის­წი­ნებული 30‑ლარიანი ფულადი გასაცემლით;

ბ) ვაუჩერით მოსარგებლე – „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ან­აზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებით გათ­ვალ­­ისწინებული პირები (მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირ­თა – დევნილთა ოჯახი), გარდა თვითმმართველ ქალაქებში მცხოვრები პი­რებისა;

გ) ვაუჩერის მფლობელი – პერსონალური რეესტრით გათ­ვალის­წი­ნე­ბულ მისამართზე მცხოვრები ოჯახის ნები­სმიერი სრულწლოვანი წევ­რი (რეგისტრაციის ან ფაქ­ტობ­რივი საცხოვრებელი ადგილის მიუხე­და­ვ­ად), მათ შორის, მოსარგებლე;

დ) დასაჩუქრებული პირი – ფიზიკური პირი, რომელსაც მფლო­ბე­ლი საჩუქრად გადასცემს ვაუჩერს;

ე) სამუშაოს შემსრულებელი – პირი, რომელიც ფლობს სასოფ­ლო‑სა­მეურნეო დანიშნულების ტექნიკას, რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სასოფლო‑სამეურნეო მიწის ნაკ­­ვეთის დამუშავება;

ვ) სასუქის მიმწოდებელი – პირი, რომელიც რეგისტრირებულია არ­ასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურ­ნე­ო­ბის განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ;

ზ) უფლებამოსილი პირი – ადგილობრივი თვი­თ­მმართველობის ორ­განოების მიერ ვაუჩერის მოსარ­გე­ბლისათვის ვაუჩერის გადაცემის უფ­ლებამოსილებით აღჭურვილი  პირი; 

თ) პერსონალური რეესტრი – ფორმა, რომელშიც აღინიშნება ვა­უ­ჩე­რის მოსარგებლისათვის გადაცემის ფაქტი.

    მუხლი 2. ვაუჩერის გადაცემა მოსარგებლისათვის

1 . ფონდმა უზრუნველყოს:

ა) ვაუჩერის პერსონიფიცირებული ფორმების სტამბური წესით ბეჭ­დვა;

ბ) მოსარგებლეთა პერსონიფიცირებული რეესტრების ბეჭდვა.

2. დარიგებისათვის მომზადებული ვაუჩერები მოსარგებლეთა პე­რ­სონიფიცირებული რეესტრის თანხლებით ფონდის  მიერ გადაეცემა ად­გილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაბამისი მიღება-ჩა­ბა­რე­ბის აქტით.

3. მოსარგებლისათვის ვაუჩერის გადასაცემად უფლებამოსილი პი­რი, მი­ღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოსგან იღებს ვაუჩერებს და შესაბამის პერსონალური რე­ესტრის ფორმას მოსარგებლეთა მონაცემებით.

4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია 2012 წლის 1 მარტამდე პერ­სონიფიცირებული რეესტრით გათვალისწინებულ მოსარ­გებ­ლეებს და­­ურიგოს ვაუჩერი.

5. ვაუჩერის მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს უფლებამოსილი პი­რი, რაც დასტურდება მოსარგებლეთა რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელ­­მოწერით.

6. ვაუჩერი შეიძლება გადაეცეს პერსონიფიცირებული  რეესტრით (ან ვაუჩერით) გათვალისწინებულ მისამართზე მცხოვრებ ნები­სმიერ სრულ­­წლოვან ოჯახის წევრს (რეგისტრაციის ან ფაქ­ტობ­რივი საც­ხოვ­რე­ბე­ლი ადგილის მიუხედავად).

7. უფლებამოსილი პირი აცნობს და უხსნის ვაუჩერის მიმღებს ვა­უ­ჩერით სა­რ­გებლობის პირობებს.

8. პერსონალური რეესტრი (№3 დანართი) ივსება შემდეგი წესით:

ა) I, II, III, IV და V გრაფები შევსებული სახით გადაეცემა უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს;

ბ) VI და VII გრაფებს უფლებამოსილი პირი ავსებს ვაუჩერის მო­სარ­­გებლის მისამართზე ვიზიტის დროს. ამ გრაფებში შეიტანება იმ სრულ­წლოვანი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნო­­მერი), რომლებიც უფლებამოსილი პირის მიერ იდენტიფიცირებულია პერ­სონა­ლური რეესტრით გათვალისწინებულ მისამართზე და რომელ­მაც ოჯახის სახელით ჩაიბარა ვაუჩერი. გრაფებში შეიტანება ამ პირის პი­რა­დობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირა­დო­ბის მოწმობა, სა­ქარ­თვე­ლოს მოქალაქის პას­პორ­ტი) გათვალისწინებული მონაცემები. ვა­უ­ჩე­რი არ გაიცემა, თუ არ მოხდა ამ გრაფების შევსება;

გ) VIII გრაფაში უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი უნდა იყოს ვაუჩერის მფლობელის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ნე­ბის­მი­ე­რი ხელ­მისაწვდომი ტელეფონი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) IX გრაფას „შენიშვნა“ – უფლებამოსილი პირი ავსებს იმ შემ­თხვე­ვაში, თუ ადგილი აქვს განსაკუთრებულ შემთხვევას ვაუ­ჩერის გა­და­ცემის დროს, რაც აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ვაუჩერის გადა­ცე­მას;

ე) X გრაფაში „შედეგი“ – აღინიშნება ვაუჩერის მოსარ­გებლისათვის გა­დაცემის ან არგადაცემის მიზეზის შესაბამისი სტანდარტული კოდი, რო­მელიც შეესაბამება საბოლოო შე­დეგს. შედეგის სათანადო კოდები მი­თი­თებულია პერსონალური რეესტრის ყოველ ფურცელზე;

ვ)  XI გრაფაში ფიქსირდება VI და VII გრაფებში მითითე­ბული, ოჯ­ახის სახელით ვაუჩერის მიმღები პირის ხელმოწერა, რითაც დას­ტურ­დე­ბა ვაუჩერის ჩაბარების ფაქტი.

9. პერსონალური რეესტრის III და VI გრაფებით გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მონაცემები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

10. პერსონალური რეესტრის ფურცელზე დაშვებული და გასწო­რე­ბუ­ლი შეცდომა მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ შენიშვნის გრა­ფა­ში ჩაწერილი სიტყვით „შევასწორე“ და იქვე დამოწმებული ხელ­მო­წე­რ­ით.

    მუხლი 3. სამუშაოს შემსრულებლისა და სასუქის მიმწოდებლად  დარეგისტრირების ვალდებულებები

1. სამუშაოს  შემსრულებელი  ვალდებულია ვაუჩერის დამოწმება­მდე წარუდგინოს ადგილობრივი თვ ი თმმართველობის ორგანოს წარმო­მად­გენელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­უ­ლი პირების  რეესტრიდან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუ­მე­ნ­­ტი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენ­ე­ლი სამუშაოს შემსრულებლის მიერ წარდგენილი ვაუჩერის დამოწმებას უზ­რუნველყოფს შესრულებული სამუშაოს შემოწმებისა და მეწარმეთა და არ­ასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რი­დან  გა­­ცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდ­გე­ნის შემ­დეგ.

3. სასუქის მიმწოდებლად დარეგისტრირების მსურველი პირი ვალ­დებულია მიმართოს ფონდს და დარეგისტრირდეს სასუქის მიმ­წო­დებ­ლად.

    მუხლი 4. ვაუჩერით სარგებლობის წესი

1. ვაუჩერის მფლობელი ან დასაჩუქრებული პირი უფლებამო­სი­ლია ისარგებლოს პერსონიფიცირებული ვაუჩერით ქვემოთ მითითე­ბუ­ლი ერთ-ერთი წესით:

ა) გამოიყენოს ვაუჩერი საგაზაფხულო სამუშაოების განსახორციე­ლ­ებ­ლად ან სასუქის შესაძენად 2012 წლის 1 ივნისამდე;

ბ) გაანაღდოს ვაუჩერი ბანკში 2012 წლის 1 ივნისიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. ვაუჩერის მფლობელი  უფლებამოსილია  გააჩუქოს ვაუჩერი ნე­ბის­მიერ ფიზიკურ პირზე.

3. ვაუჩერით სარგებლობის შემთხვევაში მფლობელი ვალდებუ­ლია შეიტანოს ვაუჩერში პირადი მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნო­მერი).

4. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელი კუთვნილ ვაუჩერს სა­ჩუქრად გა­დასცემს სხვა ფიზიკურ პირს, აუცილებელია ვა­უჩერის სპეციალურ გრა­ფაში სრულად იქნეს მითითებული და­საჩუქრებული პირის და მფლო­ბელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ეს მონაცემები ვაუჩერში შე­ტანილი უნდა იქნეს პირადობის დამადას­ტურე­ბე­ლი დოკუმენტიდან.

5. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას ან სასუქის შე­ძენისას ვაუჩერის მფლობელი სამუშაოს შემსრულებელს/სასუქის მიმ­წო­დებელს გადასცემს კუთვნილ ვაუჩერს, რომელშიც სამუშაოს შემსრუ­ლე­ბელი/სასუქის მიმწოდებელი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი სა­მე­წარმეო სარეგისტრაციო კოდი შესაბამის გრაფაში.

6. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მისა­ღე­ბად:

ა) სასუქის მიმწოდებელი საბანკო დაწესებულებას წარუდგენს შევ­სე­ბულ ვაუჩერს;

ბ) სამუშაოს შემსრულებელი საბანკო დაწესებულებას წარუდგენს ად­გილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმო­მად­გენლის მიერ ბეჭდით დამოწმებულ, შევსებულ ვაუჩერს.

7. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების მიზ­ნით სამუშაოს შემსრულებელი/სასუქის მიმწოდებელი უფლებამო­სი­ლია საბანკო დაწესებულებას მიმარ­თოს 2012  წლის 31 დეკემბრამდე, ხო­ლო ვაუჩერის მფლობელი/დასაჩუქრებული ვაუჩერით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი ფულადი გასაცემლის მისაღებად უფლებამოსილია პირადად მი­მარ­თოს შესაბა­მის საბანკო დაწესებულებას 2012 წლის 1 ივნისიდან 2012 წლის  31 დეკემბრამდე და ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამა­დას­ტურებელი დოკუმენტი.

8. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ვაუჩერის წარმდგენისათვის ფულადი გასაცე­მ­ლის გა­ცემა 30 ლარის ოდენობით და  ვაუჩერის (30‑ლარიანი ფულადი გა­სა­ცემლის) განაღდებისას მოახდინოს ვაუჩერის წარმდგენის იდენ­ტი­ფი­ცირება (მათ შო­რის, წარმდგენი ვაუ­ჩერის მფლობელია, დასაჩუქრებ­უ­ლი პირი, სასუქის მიმწოდებელი თუ  სამუშაოს შემსრულებელი);

ბ) შესაბამისი რეესტრის წარმოებით აღრიცხოს ვაუჩერის წარმ­დგე­ნი პირები, მათი სახე­ლის, გვარის, მისამართის (იურიდიული პირის შემ­თხვე­ვაში დასახელების, საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით და სა­რე­გის­ტრაციო კოდის მითითებით), პირადი და ვაუჩერის ნომრების მი­ხედ­ვით.

9. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის დაფინან­სე­ბის საფუძველია მოთხოვნისთანავე განმახორციელებლისათვის და­ფი­ნანსებული (განაღდებული) ვაუჩერის შესახებ ინფორმაციის მიწოდე­ბა – სა­ბანკო დაწესებულების მიერ განმახორციელებლისათვის წარდგე­ნი­ლი განაღდებული ვაუჩერის რეესტრები.

    მუხლი 5. შეზღუდვა

ვაუჩერის სხვა პირისთვის საჩუქრად გადაცემა შესაძლებელია მხო­ლოდ ვაუჩერის მფლობელის მიერ და მხოლოდ ერთჯერადად.

    მუხლი 6. პასუხისმგებლობა

ვაუჩერის პერსონიფიცირებული რეესტრით გათვალისწინებულ მი­სამართზე მცხოვრები ოჯახის ნები­სმიერი სრულწლოვანი წევრის (რე­გის­ტრაციის ან ფაქ­ტობ­რივი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად) გარ­და სხვა პირისათვის გადაცემის ფაქტზე  პასუხის­მგებ­ლობა ეკისრება უფ­ლე­ბამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №3

Description: vauCeris reestri