1.  უნივერსიტეტი თავისი სტრუქტურული ერთეულებით (უნივერსიტეტის სტამბა) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. უნივერსიტეტი უფლებამოსილია უზრუნველყოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, ასევე უფლებამოსილია იყოს სამეწარმეო იურიდიული პირის  დამფუძნებელი ან/და თანადამფუძნებელი.

2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავალი.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.

4. უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს  უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭ