საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის N3/87 ბრძანების დანართი N1-ში და დანართი N2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრის
ბრძანება №03/103
2014 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების დანართი №1-ში და დანართი №2-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ქალაქ ბორჯომში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანების დანართი №1 და დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება.
ა) დანართი №
1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 18 – „ქ. ბორჯომი, გურამიშვილის ქუჩა”, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართი №
2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: „ქ. ბორჯომი, გურამიშვილის ქუჩა”, შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. №7).
მ. ოდიშარია
დანართი
| 18. | სამხედრო სანატორიუმი | ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17
|
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი № |
|
|
| 1. სახელწოდება – სამხედრო სანატორიუმი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. ბორჯომი, გამსახურდიას ქ. №17 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი –1864 წელი |