საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქმისწარმოებით დასრულებული საარქივო დოკუმენტების გაყიდვის უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1223
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქმისწარმოებით დასრულებული საარქივო დოკუმენტების გაყიდვის უფლების მინიჭების შესახებ
1. მიეცეთ უფლება საქართველოს სამინისტროებს, სახელმწიფო მინისტრის აპარატებს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს განახორციელონ საქმისწარმოებით დასრულებული საარქივო დოკუმენტების (რომლებსაც ამოწურული აქვთ კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვადა) გაყიდვა, მათი უტილიზაციის მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულმა უწყებებმა უზრუნველყონ საქმისწარმოებით დასრულებული საარქივო დოკუმენტების შემძენის მიერ მათი უტილიზაციის პროცესის (დოკუმენტაციის დაპრესვა, დაჭრა და სხვ.) ზედამხედველობა და კონტროლი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური