სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სს „წყალმშენი-1”-ის  აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

     სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 10 ივნისს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა № 34, მე-3 სართული, ოთახი 12.

     სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 15 მაისი.

 

დღის წესრიგი:

1. 2013 წლის შედეგების განხილვა;

2. 2014 წლის ქმედებების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ;

 3. ფოთის საწარმოო კომპლექსის რეალიზაციის შემდგომი წარმოების შესახებ;

 4. ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ის ადმინისტრაციაში (ტელ: 599 41 39 43), ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ადმინისტრაციაში, საერთო კრებამდე 7 დღით ადრე, პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

 ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2014 წლის 15 მაისის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ის რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი     თ. გედევანიშვილი