აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
1. 48-ე მუხლის „ზ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ და „ზ4“ ქვეპუნქტები:
„ზ3) ამ რეგლამენტის 1421 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საბჭოს მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში – გენდერული თანასწორობის საბჭო);
„ზ4) ამტკიცებს გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას;“.
2. XXVI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI1 თავი:
„თავი XXVI1
გენდერული თანასწორობის საბჭო
1. უმაღლესი საბჭო, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება ამ რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.
2. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;
დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ზ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. გენდერული თანასწორობის საბჭო, წელიწადში ერთხელ, უმაღლეს საჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
4. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო ან შესაბამისი კომისიის აპარატი.
5. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.“.
ჩაქვი, 16 მაისი 2014 წ. N105-უ.ს.გ.ს. |