ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №857
2014 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:
ა) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.01.004, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ბ) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2639.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.08.023, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
გ) შპს „სასტუმროების ქსელი მგზავრების“ (ს/ნ 400008807) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2638.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, „კოხტის ძირი“, საკადასტრო კოდი − 64.30.08.075, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
დ) მაყვალა გურგენიძის (პ/ნ 18001045621) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ბაღდათი, სოფელი როხი, საკადასტრო კოდი − 30.04.36.238, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) პავლუზ გუმბერიძის (პ/ნ 09001002545) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 131.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბაღდათი, ქუჩა მერაბ კოსტავა, №11, საკადასტრო კოდი − 30.11.32.265, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ვ) გიგლა ქოქოლაძის (პ/ნ 61006066993), ნანული ქოქოლაძის (პ/ნ 61006033171), მზია ზოიძის (პ/ნ 61006047441), ედნარ ქოქოლაძის (პ/ნ 61006007650) და ნინო ქოქოლაძის (პ/ნ 61006002381) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დასახლება ფერია, საკადასტრო კოდი − 05.31.06.264, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემავალი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2014.
- როდის იქნა მიღებული „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“?
- „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“ მიღებულია 14.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №857. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017109.
- სად არის „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ“, №857, 14.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017109 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2351558/