„2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1848
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2011 წელს, რთველის პერიოდში, ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველ ეტაპზე გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური