„2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1899
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№1899

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „2011 წლის რთველის ხელშეწყობის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1606 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2011 წლის რთვ ე ლის პერიოდში ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონ ი ) ლარი სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“კაპიტალის გასაზრდელად.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ,,საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის“ ასიგნებების 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით შემცირება და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაუ რი