გ. თაბუაშვილისა და მ. ბარათაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№783
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 10/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№783

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

გ.თაბუაშვილისა და მ.ბარათაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე , გიორგი თაბუაშვილი, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე ასევე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი , მამუკა ბარათაშვილი.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 ივნისის №574 განკარგულება „გ.თაბუაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი