„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№948
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №948

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად შექმნილი საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

აბესალომ კეკელია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

ქეთევან ბოჭორიშვილი - სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი

ლელა გარსევანიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი

გოგიტა გვენეტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

როინ გიუნაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

პაატა გოგოლიძე -         სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

მამუკა ვაწაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

არჩილ იმნაიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი

გრიგოლ კაკაურიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსდ „ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის“ უფროსი

სერგო კალაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი

ალექსანდრე კაჭარავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი

ნოდარ კერესელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ნინო მირზიკაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსი

ნინო მიქანაძე - სსიპ – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

თამარ რუხაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სამსონ ურიდია - სსიპ – საქართველოს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ქაშიბაძე - საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის,საინფორმაციო ტექნოლოგიების ა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

მამუკა ციხელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

ირინა ჯაფარიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი

ბექა ჯაყელი - სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური