1. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 30%-ის ოდენობით. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არა უმეტეს მომდევნო 48 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად, კომერციული ბანკი ვერ მიიღებს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 100%–ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 30%‑ის ოდენობით. კომერციული ბანკი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს სააგენტოს და მიაწოდოს სესხის პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო სააგენტო მოთხოვნილ შესაბამის თანხას გადაურიცხავს კომერციულ ბანკს 5 სამუშაო დღის ვადაში, იმ პირობით, რომ სესხი გაცემულია ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.

3. სესხის გამცემის მიერ სესხის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივით (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა). მხოლოდ ამის შემდგომ უნდა იქნეს კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი გირა