„ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№924
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017122
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება №924

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №309 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №309 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“, რომლის მიმართაც დაწყებულია გაკოტ­რე­ბის საქმის წარმოება, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგ­ლებ­ში მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მი­მართ წარმოქმნილი აქვს დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანე­ბები.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები: 3. ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის, დაზღვევის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული ან/და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრედიტო რესურსი გადანაწილდეს სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ კრედიტორული დავალიანების პროპორციულად, სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებულ სიაზე დაყრდნობით. ამასთან:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელშეწყობის ღონისძიებები“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 03 06) გათვალისწინებული ასიგნებიდან სამედიცინო დაწესებულებებს გამოეყოთ სესხი შემდეგი პირობებით:

ა.ა) სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გარეშე;

ა.ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს ნული პროცენტით;

ბ) სესხით სარგებლობის ვადები:

ბ.ა) სესხის დაფარვის ვადაა სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიერ სესხის მიმღების წინაშე კრედიტორული დავალიანების (ან მისი ნაწილის) დაფარვიდან 30 კალენდარული დღე. მოცემულ ვადაში დასაბრუნებელი თანხის მოცულობა გაიანგარიშება შემდეგნაირად: სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ საკრედიტო დავალიანების ფარგლებში, ამ განკარგულებით გამოყოფილი სესხის მიმღები სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდილ კრედიტორული დავალიანების ოდენობას დამატებული შესაბამის დაწესებულებაზე ამ განკარგულების საფუძველზე გაცემული საბიუჯეტო სესხის ოდენობა და გამოკლებული მოცემული დაწესებულების მიმართ სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დავალიანების მოცულობა, რომელიც დადასტურებულია სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების მმართველის მიერ, თუ გაანგარიშების შედეგად მიღებული რიცხვი აღემატება ნულს;

ბ.ბ) თუ ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გაანგარიშებული თანხა მეტია ნულზე, მაგრამ ნაკლებია შესაბამისი დაწესებულების მიერ ამ განკარგულების საფუძველზე მიღებულ საბიუჯეტო სესხის მოცულობაზე, მაშინ სესხის მიმღები ვალდებულია, მოცემული გაანგარიშების შედეგად მიღებული თანხა დააბრუნოს მისთვის სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიერ კრედიტორული დავალიანების (ან მისი ნაწილის) დაფარვიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი სესხის მოცულობა უნდა დაფაროს სესხის გაცემიდან 20 წლის განმავლობაში , შემდეგი გრაფიკით: სესხის მიმღები ვალდებულია, სესხის მიღებიდან 15 წლის შემდეგ, დარჩენილი სესხის თანხა დააბრუნოს ყოველთვიურად, 25 რიცხვში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობებით;

ბ.გ) თუ ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გაანგარიშებული თანხა ტოლია ან ნაკლებია ნულზე, მაშინ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული განკარგულების საფუძველზე გაცემული სესხის დაბრუნების ვადა შეადგენს სესხის გაცემიდან 20 წელს, ამ განკარგულების „ბ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული დაბრუნების გრაფიკის მიხედვით.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ზემოაღ­ნიშნული პირობების შესაბამისად, გააფორმოს სესხის ხელ­შეკრულებები ამ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებთან, მას შემდეგ, რაც, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, დადგინდება მათ მიერ სამედიცინო სერვისების მიწოდების გარემოება, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი ამ განკარგულების მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

5. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ კრედიტორული დავალიანებების ოდენობისა და დაფარვის თაობაზე, თითოეული გადახდის განხორციელებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

6. ამ განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­­­ცი­ე­ლონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

7. აღნიშული განკარგულებით გათვალისწინებული შეთავაზება ძალაშია ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან ხელშეკრულების 2014 წლის 1 აგვისტომდე გაფორმების შემთხვევაში. ამ ვადის გასვლისა და/ან სამედიცინო დაწესებულების მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ან არგაფორმების შემთხვევაში, გამოთავისუფლებული საკრედიტო რესურსი გადანაწილდეს დარჩენილ დაწესებულებებზე მათი დავალიანების პროპორციულად.“.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #309 განკარგულებით საბიუჯეტო სესხის გასაცემად გამოყოფილი საკრედიტო რესურსის, კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებებისათვის სესხის ოდენობების განსაზღვრისა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული პირობების შესახებ, ასევე, გასაფორმებელი ხელშეკრულების ნიმუში მიღებულ იქნეს ცნობად.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი