„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №366 |
|
2014 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი |
1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი, ასევე, მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 - მე-14 პუნქტები:
„12. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის წესით, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას, სამინისტროს თანხმობით, სპეციალური ჭრები ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 30 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, (გარდა, დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა). ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ დადგენილების V1 თავის მოთხოვნები არ ვრცელდება.
13. მართვის ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, მართვის ორგანოს მიერ ან/და სახელმწიფო შესყიდვის წესით, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ან/და მოწყობისას, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ველური მცენარეების ან მათი ნაწილების ბუნებრივი გარემოდან ამოღება და ზემოაღნიშნული საქმიანობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის 30 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობის წერილობითი ხელშეკრულება არ იდება.
14. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემა ხდება ამავე მუხლის მე-5 და 51 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
3. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. II ხარისხის ხე-ტყე კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3-ისა. ამ მიზნით თვითმართველობის ორგანოების მიერ (გარდა თბილისისა) ხდება ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიების მართვის ორგანოსათვის წარდგენა, ხოლო დაცული ტერიტორიიდან გასაცემი II ხარისხის ხე-ტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.“.
4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ხე-ტყის ხარისხის მიუხედავად, დადგენილ ვადებში ხე-ტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევაში, ხე-ტყის დამზადების ბილეთი უქმდება და სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის მოპოვებით დაინტერესებული პირი, შესაბამისი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, წერილობით მიმართავს მართვის ორგანოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის მისაღებად, რომელიც ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, გასცემს ხე-ტყის დამზადების ახალ ბილეთს იმავე სახეობებისა (ჯიშის) და ოდენობის ხე-ტყის დამზადებისათვის (შესაძლებელია შეიცვალოს ტყეკაფი).“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის გამოზიდვის უფლება აქვთ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №302 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ იმ პირებს, რომელთაც 2014 წლის 1 მარტისათვის ვერ დაასრულეს I ხარისხის მოჭრილი ხე-ტყის გამოზიდვა ტყეკაფებიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №366. სარეგისტრაციო კოდი — 390050020.10.003.017986.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №366, 06.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.017986 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2367200/