„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.023.016248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №124

2014 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 25/02/2014, 010340000.22.023.016227) დამტკიცებული:
1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

 

  • მამაკაცის სპეციალური ტანსაცმელის ნიმუში:
  • ა) გრძელმკლავიანი პერანგი - კომბინირებული ფერების გადაფენილი საყელოთი - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრის ფერის, მკერდზე ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით და წელის არეში ორი შიდა ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერის, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის მუქი ნაცრისფერის ზემოდან დაკერებული ჯიბე;

    ბ) მოკლემკლავიანი მაისური - მუქი ნაცრისფერი ან მწვანე ფერის გადაფენილი საყელოთი და წინ განლაგებული სამი ღილაკით, რომელზეც წინა მარცხენა მხარეს გულის არეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ლოგო და ქვემოთ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ა, ხოლო ზურგის მხარეს ზედა ნაწილში შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“ და მის ქვეშ სააგენტოს ლოგოა გამოსახული;

    გ) წინაფრიანი ქუდი (კეპი) - ლურჯი ან მუქი ნაცრისფერის წინაფრიანი ქუდი წინ მწვანე ფერის, სადაც  სააგენტოს ლოგოა გამოსახული;

    დ) კაპიუშონიანი ქურთუკი - მუქი მწვანე ფერის, ელვა შესაკრავით, მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, გაჭრილი კოკეტკა, წინა ზედა ორივე მხარეს ჯიბე ელვა შესაკრავით, მკლავებზე ორივე მხარეს ჯიბე ელვა შესაკრავით, წინა ქვედა ორივე ქვედა მხარეს ჯიბე მოსაჭიმი ორი კნოპით, სარქველი ერთი კნოპით, ტრიკოტაჟის მანჟეტი, მოსაჭიმი შიგნითა მხრიდან და  ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

    ე) გრძელმკლავიანი პულოვერი - თეთრი,  მწვანე ან მუქი ნაცრისფერების, მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და მის ქვეშ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

     

    ვ) ქურთუკი ჟილეტი - მუქი მწვანე ფერის, კაპიშონი მოხსნადი  ელვა შესაკრავზე,  წინა მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო, წინა მარჯვენა მხარეზე გაჭრილი ჯიბე ელვა შესაკრავზე, მოხსნადი მკლავები ელვა შესაკრავზე, მკლავების მანჟეტი რეზინაზე, წინ ქვემოთ გაჭრილი ფურცლაკიანი ჯიბეები, ქამარი რეზინაზე  და  ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;

    ზ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი:  შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

    2.  ქალის სპეციალური ტანსაცმელის ნიმუში:

     ქვედაბოლო და პიჯაკი - მუქი ნაცრისფერის რომლის მარცხენა მხარის გულის ჯიბეზე გამოსახულია სააგენტოს ლოგო, და მწვანე ფერის ყელსახვევი.

    2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,დანართი №2

     

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში


    .
    მუხლი 2
    ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.06.2014.
    როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №124. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.023.016248.
    რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
    legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
    სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.06.2014 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №124, 11.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2368342/