საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №104 |
|
2014 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ლუქის ნიმუშები
ლუქი №1-ის ტექნიკური მახასიათებლებია:
ლუქი №3-ის ტექნიკური მახასიათებლებია:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს:ა)
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“, დანართი №1-ის შესაბამისად;ბ)
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში“, დანართი №2-ის შესაბამისად;გ)
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის ლუქის ნიმუშები“, დანართი №3-ის შესაბამისად;2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშომელთა ნუსხა, რომელთათვისაც სავალდებულოა თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ტარება განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
დანართი №11.
ზაფხულის ფორმა: მუქი ნაცრისფერი შარვალი წინ ორი ზემოდან დაკერებული მართკუთხედის ფორმის ჯიბით, კომბინირებული ფერების გრძელმკლავიანი პერანგი გადაფენილი საყელოთი - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრისფერი, მკერდზე ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით და წელის არეში ორი შიდა ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერი, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის მუქი ნაცრისფერის ზემოდან დაკერებული ჯიბე. მოკლემკლავიანი მუქი ნაცრისფერი ან მწვანე მაისური გადაფენილი საყელოთი და წინ განლაგებული სამი ღილაკით, რომელზეც წინა მარცხენა მხარეს გულის არეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ლოგო და ქვემოთ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“-ა, ხოლო ზურგის მხარეს, ზედა ნაწილში, შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“ და მის ქვეშ სააგენტოს ლოგოა გამოსახული. მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი უკან მწვანე და წინ თეთრი ფერის, რომელზეც სააგენტოს ლოგოა, ან მუქი ნაცრისფერი წინაფრიანი ქუდი წინ მწვანე ფერის, სადაც სააგენტოს ლოგოა გამოსახული.2.
ზამთრის ფორმა: მუქი ნაცრისფერი შარვალი ორი ზემოდან დაკერებული მართკუთხედის ფორმის ჯიბით, კომბინირებული ფერების კაპიუშონიანი ქურთუკი ელვა შესაკრავით - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრისფერი ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერი, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის ზემოდან დაკერებული ჯიბე. გრძელმკლავიანი თეთრი, მწვანე და მუქი ნაცრისფერი პულოვერები, მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და მის ქვეშ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“.3.
სპეც ჟილეტი: ღია მწვანე ფერის უმკლავებო ჟილეტი, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და ქვემოთ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, ხოლო ჟილეტის ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“ და მის ქვეშ სააგენტოს ლოგო. ჟილეტს წინა და ზურგის მხარეზე წელზე ოდნავ ზემოთ და თეძოების დონეზე მოყვება ორი განიერი ვერცხლისფერი ზოლი.