„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 24 თებერვლის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №144 |
|
2014 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„დანართი №1
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში
1. მამაკაცის სპეციალური ტანსაცმლის ნიმუში:
ა) გრძელმკლავიანი პერანგი - კომბინირებული ფერების გადაფენილი საყელოთი - წინა და უკანა მხარის და მკლავების ქვედა ნაწილი მუქი ნაცრისფერი, მკერდზე ორი ზემოდან დაკერებული კვადრატის ფორმის ჯიბით და წელის არეში ორი შიდა ჯიბით, ზედა ნაწილი ღია ნაცრისფერი, მკერდზე მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“; მარჯვენა მკლავზე - სააგენტოს ლოგო და ქვემოდან შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, მარცხენა მკლავზე მართკუთხედის ფორმის მუქი ნაცრისფერი ზემოდან დაკერებული ჯიბე;
ბ) მოკლემკლავიანი მაისური - მწვანე ან მუქი ნაცრისფერი, გადაფენილი საყელოთი და წინ განლაგებული სამი ღილი, წინა მარცხენა მხარეს გულის არეში შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“, ხოლო მკლავზე სააგენტოს ლოგო; საყელოს და მკლავების დაბოლოება მწვანე ან მუქი ნაცრისფერი.
გ) წინაფრიანი ქუდი (კეპი) - კომბინირებული ფერის (ლურჯი ან მუქი ნაცრისფერი) წინაფრიანი ქუდი წინ მწვანე ფერის, სადაც სააგენტოს ლოგოა გამოსახული, უკან ზომის მარეგულირებლით;
დ) ზამთრის ქურთუკი - სწორი სილუეტის, მოსახსნელი მათბუნებლით. ქურთუკი იკვრება ელვა შესაკრავით და დაფარულია თამასით, რომელიც იკვრება ტექნიკურ შესაკრავზე. წინა კალთებზე გვერდებში აქვს დახრილი , ჩაჭრილი ჯიბეები, ელვა შესაკრავზე, ქურთუკს წინ დატანილი აქვს მარცხენა მხარეს სააგენტოს ლოგო, ხოლო მარჯვენა მხარეს რბილი ფხრიწი. ზურგი დამუშავებულია კოკეტკით, სახელოსთან ერთად აჭრილი. მარცხენა სახელოზე დაკერებულია სარქველიანი ჯიბე, რომელიც იკვრება ტექნიკური შესაკრავით. ქურთუკს ძირში და კაპიუშონში გაყრილი აქვს თასმა. ქურთუკზე მათბუნებელი მიმაგრებულია ელვა შესაკრავით, სახელო ბოლოვდება მანჟეტით და მიმაგრებულია ქურთუკის სახელოზე. ზურგზე ზედა მხარეს ცენტრალურად განლაგებულია თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“.
ე) გრძელმკლავიანი პულოვერი - თეთრი, მწვანე ან მუქი ნაცრისფერი, მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო და მის ქვეშ შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;
ვ) ქურთუკი ჟილეტი - მოკლე სტილის (ფერი მწვანე) თხელ სარჩულიანი ქურთუკი ელვა შესაკრავზე (სარჩულზე შიდა ჯიბით), რომელსაც დამატებით გამოკრული უნდა ჰქონდეს მოხსნადი მათბუნებელი ჟილეტი ჯიბით, საყელო მდგარი, წინა მარცხენა მხარეს გულის არეში სააგენტოს ლოგო, წინ ქვემოთ გაჭრილი ჯიბეებით და წინა მარჯვენა მხარეზე გაჭრილი ჯიბე ელვა შესაკრავზე, კაპიშონი და მკლავები მოხსნადი, მკლავების მანჟეტი და კურტკის დაბოლოვება (ქამარი) რეზინზე, ზურგის მხარეს ზემოთ ცენტრალურად განლაგებული თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „ეროვნული სატყეო სააგენტო“;
ზ) მაღალყელიანი ფეხსაცმელი: შავი ფერის ტყავის და ნეილონის კომბინაციით შეკერილი თასმებზე შესაკრავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ქალის სპეციალური ტანსაცმლის ნიმუში:
ქვედაბოლო და პიჯაკი - მუქი ნაცრისფერი, რომლის მარცხენა მხარის გულის ჯიბეზე გამოსახულია სააგენტოს ლოგო, და მწვანე ფერის ყელსახვევი.
|