აღსრულების ეროვნული ბიურო- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინება - შპს "ბერმუხას" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1131
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 9 ივნისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხას’’ დირექტორის ვაჟა ლაზიშვილის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.
2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხას’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.
2014 წლის 5 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამაზ კიკიანმა და მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე მოხდეს მოვალის მფლობელობაში არსებული 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით აღიარება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოწვეული იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 23 ივნისს 14:00 საათზე, დღის წესრიგით – რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე