⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.11.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.06.2014
ძალის დაკარგვა 01.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №52/04
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016138
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,614 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2014 მიღება
01.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №52/04 2014 წლის 17 ივნისი ქ.თბილისი კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა  და  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციული ბანკების ლიცენზირების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 10 სექტემბრის №84 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი კომერციული ბანკების ლიცენზირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკების, უცხოური სანდო ბანკის ფილიალის, უცხოური ბანკის ფილიალის და შვილობილი ბანკის ლიცენზირების საკითხებს. 2. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირზე, რომლის განაღდებული და განცხადებული კაპიტალის ოდენობა და საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ადმინისტრატორი და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი შეესაბამებიან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კომერციული ბანკის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის შესაფერისობის კრიტერიუმებს. 3. უცხოური ბანკის ფილიალის/შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ განმცხადებელი წარმოადგენს განსაკუთრებულად სანდო ბანკს, კერძოდ, თუ ის ხასიათდება მაღალი ცნობადობით, ძლიერი რეპუტაციით, მაღალი საკრედიტო რეიტინგით, საფინანსო სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებითა და მაღალი დონის გამჭვირვალობით. 4. სანდო უცხოური ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ინდივიდუალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოური ბანკის ფილიალმა/შვილობილმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად. წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს,  მინიმუმ ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუხლი 2🔗. კომერციული ბანკის სალიცენზიო პირობები 1. დაინტერესებული იურიდიული პირი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს. წერილობითი მიმართვა წარმოდგენილი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების მიერ უფლებამოსილი პირის მიერ. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. წერილობით მიმართვას (გარდა უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტების დედნები ან მათი სანოტარო წესით, აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლები; გ)ინფორმაცია ადმინისტრატორების  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; დ) დაინტერესებული იურიდიული პირის ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ. ე) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 8​1 მუხლით გათვალისწინებული შესაფერისობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ; ვ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც მომავალში განთავსდება კომერციული ბანკი ან მისი ფილიალი; ზ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დასაბუთებულად მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მათ შორის: ა) ინფორმაცია კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, მოცემული ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ბ) ინფორმაცია კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ მოცემული ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; გ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია, მოცემული ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; დ) კომერციული ბანკის ბიზნეს-გეგმა, მოცემული ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 4. უცხოური ბანკის ფილიალზე (გარდა უცხოური სანდო ბანკის ფილიალისა) და შვილობილ ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ბანკი უფლებამოსილია სათავო დაწესებულების ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოიზიდოს დეპოზიტები. ასეთ შემთხვევაში ლიცენზია გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა/სარეკომენდაციო წერილი საქართველოში ფილიალის გახსნის ან შვილობილი ბანკის დაფუძნების შესახებ, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) სათავო ბანკის უფლებამოსილი ორგანოს სანოტარო წესით, აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული გადაწყვეტილება ფილიალის გახსნის ან შვილობილი ბანკის დაფუძნების შესახებ; დ) აუდიტორული კომპანიის დასკვნა სათავო ბანკის ბოლო სამი წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ; ე)ინფორმაცია ადმინისტრატორების “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ვ)ინფორმაცია სათაო ბანკის მიერ ფილიალისათვის ან შვილობილი ბანკისათვის გამოყოფილი რესურსის ოდენობის შესახებ; ზ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად; 5. ეროვნული ბანკი უცხოური სანდო ბანკის ფილიალზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს მხოლოდ შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე: ა) დამფუძნებელი ბანკის განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; გ) იმ ქვეყნის შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს თანხმობა საქართველოში ფილიალის გახსნაზე, სადაც აღნიშნული ბანკია რეგისტრირებული; დ) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ დამფუძნებელ ბანკს, მინიჭებული რეიტინგის თანახმად, ამ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ენიჭება უცხოური სანდო ბანკის სტატუსი; ე) ფილიალის ადმინისტრატორების  დანიშვნის აქტი; ვ) იმ პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. ზ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 6. კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს მფლობელობის ყველა დონის შესახებ უშუალო აქციონერების, შუალედური მფლობელებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარების ჩათვლით. კერძოდ, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლი. ა.ბ) ინფორმაცია მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ; ა.გ) დეტალური ავტობიოგრაფია; ა.დ) საქართველოში მიმდინარე პერიოდში ან წარსულში მოქმედ კომერციულ ბანკში წილის ოდენობა და სხვა ბიზნეს ინტერესები საქართველოს ტერიტორიაზე; ა.ე) ცნობა ნასამართლეობის შესახებ; ა.ვ) მონაცემები ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ; ა.ზ) საგადასახადო დეკლარაცია შემოსავლების შესახებ; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტები; ბ.ბ) უახლესი პერიოდის (კვარტლის) აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ბ.გ) ნასამართლეობის ცნობა. 7. ინფორმაცია კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის კომიტეტისა და დირექტორატის შესახებ უნდა მოიცავდეს: ა)  ინფორმაციას პირის განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ; ბ) ცნობას ნასამართლეობის შესახებ; გ) ინფორმაციას გადახდისუნარიანობის/გადახდისუუნარობის თაობაზე; დ) ინფორმაციას კომერციული ბანკების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების, მათ შორის, ვადაგადაცილებული სესხების შესახებ; ე) ინფორმაციას აქციონერებთან ან პოტენციურ ადმინისტრატორებთან ნათესაური კავშირის შესახებ. 8. კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) კორპორაციული მართვის დებულებას; ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მენეჯმენტის სამუშაოს აღწერილობას; გ) საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო და სხვა რელევანტური რისკების მართვის ჩარჩოს; დ) კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების მოდელს; ე) ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებას ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილ ბიუჯეტზე დაყრდნობით; ვ) სააღრიცხვო პოლიტიკას. 9. ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ა) კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიას; ბ) ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის პოტენციურ გავლენას კომერციული ბანკის ბიზნეს სტრატეგიაზე; გ) მიზნობრივი ბაზრის აღწერასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის შეფასებას; დ) საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს; ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას. 10. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას დედნების ან მათი სანოტარო წესით, აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლების სახით. 11. ლიცენზირების პროცესში წარმოდგენილი უნდა იქნას იმ ჯგუფის დეტალური აღწერა, რომლის ნაწილიც უნდა გახდეს კომერციული ბანკი ლიცენზირების შემთხვევაში. აღნიშნული ჯგუფის სტრუქტურა მისაღები უნდა იყოს ეროვნული ბანკისათვის. კერძოდ, ჯგუფის სტრუქტურა არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ შეიძლება შეაფერხოს მისი ზედამხედველობა. ლიცენზირებული კომერციული ბანკი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ მოთხოვნას მუდმივად. მუხლი 3🔗. გადაწყვეტილება ლიცენზირების შესახებ 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. 2. საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია. 3. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეისწავლის წარმოდგენილი  დოკუმენტაციისა  და ინფორმაციის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და აფასებს დაინტერესებული იურიდიული პირის ბიზნეს-გეგმის ადეკვატურობასა და განხორციელებადობას, მის პოტენციურ პოზიციას საბანკო სექტორში და მისი მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობას. 4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან  სამი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს წერილობით აცნობებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებულ უარის ან თანხმობის შესახებ. 5. თუ დაინტერესებული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ იურიდიულ პირს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს დაინტერესებული იურიდიული პირისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას დაურთოს მას გარკვეული პირობები და შეზღუდვები, თუ სრულად არ არის დაკმაყოფილებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. მუხლი 4🔗. კომერციული ბანკების შერწყმა(გაერთიანება, მიერთება) და გაყოფა(დაყოფა, გამოყოფა) 1.  კომერციული ბანკების გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი ან ორზე მეტი ბანკის მიერ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს შემდეგიდოკუმენტები:                  ა) შესაბამისი კომერციული ბანკების პარტნიორთა საერთო კრებების გადაწყვეტილება გაერთიანების შესახებ;              ბ)  კომერციული ბანკების აუდიტის კომიტეტის აქტები ბოლო პერიოდისათვის; გ)  ბანკების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი ახალი ბანკის ბალანსის პროექტი; დ)  მომავალი კომერციული ბანკის ბიზნეს-გეგმა და გაერთიანების ეკონომიკური დასაბუთება; ე) ბანკის შინაგანაწესი (დამოწმებული წესდების შესაბამისად); 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების  განხილვის შემდგომ  არაუგვიანეს ერთი თვისა ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს ამის თაობაზე კომერციულ ბანკებს. 4. თუ კომერციული ბანკების გაერთიანება დადებითად იქნა შეფასებული, მაშინ დამატებით, კომერციული ბანკის ლიცენზირებისათვის საჭიროა წარმოდგენილ ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 5. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით. 6. გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი კომერციული ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებს. 7.  იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ერთი კომერციული ბანკის მიერ მეორე კომერციული ბანკის მიერთება მაშინ ეროვნული ბანკის თანხმობის მისაღებად განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა)  ბანკების საერთო  კრების გადაწყვეტილება მიერთების თაობაზე; ბ) ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების (ბალანსები, ანგარიშგებები) პროექტებს ერთი ბანკის მიერთებისას მეორეზე.                    8.ბანკების მიერთების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიერთებული კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო იმ კომერციული ბანკის საბანკო საქმიანობის ლიცენზია რომელმაც მიიერთა მეორე უცვლელი რჩება.        9  არ დაიშვება C A M E L -ის კომპოზიტიური რეიტინგის  მეოთხე და მეხუთე კატეგორიების კომერციული ბანკების მიერ სხვა კომერციული ბანკების ან მათი ფილიალების შერწყმა (მიერთება). 10.  კომერციული ბანკის გაყოფა ორ ან რამდენიმე კომერციულ ბანკად განიხილება როგორც ახალი კომერციული ბანკების წარმოქმნა და შესაბამისად მათი ლიცენზირება უნდა მოხდეს ამ წესის თანახმად.