კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.266
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №297
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაძლო რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილების და კომერციული ბანკების კაპიტალის ამაღლებისა და მინიმალური კაპიტალის ოდენობის საერთაშორისო ნორმებთან მიახლოების მიზნით, �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და �კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 12 (თორმეტი) მილიონი ლარით.
2. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:
ა) არანაკლებ 6,4 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) მილიონ ლარს 2004 წლის 31 დეკემბრისათვის;
ბ) არანაკლებ 7,8 (შვიდი მილიონ რვაასი ათასი) მილიონ ლარს 2005 წლის 31 დეკემბრისათვის;
გ) არანაკლებ 9,2 (ცხრა მილიონ ორასი ათასი) მილიონ ლარს 2006 წლის 31 დეკემბრისათვის;
დ) არანაკლებ 10,6 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) მილიონ ლარს 2007 წლის 31 დეკემბრისათვის;
ე) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2008 წლის 31 დეკემბრისათვის.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთი) მილიონ ლარს.
4. საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის №61, 1998 წლის 9 ივლისის №62 და 1998 წლის 3 დეკემბრის №117 ბრძანებები.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მანაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 23.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №297. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.000.10.008.006.266.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.05.2006-დან.
- სად არის „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №297, 23.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.266 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57244/