“კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.010.18.011.008.637
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №144
2006 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაძლო რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილების და კომერციული ბანკების კაპიტალის ამაღლებისა და მინიმალური კაპიტალის ოდენობის საერთაშორისო ნორმებთან მიახლოების მიზნით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 12 (თორმეტი) მილიონი ლარით.
2. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:
ა) არანაკლებ 9.2 (ცხრა მილიონ ორასი ათასი) მილიონ ლარს 2006 წლის 31 დეკემბრისათვის;
ბ) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2007 წლის 30 ივნისისათვის.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7.8 (შვიდი მილიონ რვაასი ათასი) მილიონ ლარს.
4. საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით.
5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №124 და 2003 წლის 23 დეკემბრის №297 ბრძანებები.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.05.2017.
- როდის იქნა მიღებული “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"?
- “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ" მიღებულია 23.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 220.020.010.18.011.008.637.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.05.2017-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ", №144, 23.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 220.020.010.18.011.008.637 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64738/