კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №61/04 |
|
2017 წლის 3 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს.
|
| მუხლი 2 |
წინამდებარე ბრძანების გამოცემამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:
ა) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე; ბ) არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის; გ) არანაკლებ 40 (ორმოცი) მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის; დ) არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. |
| მუხლი 3 |
საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2006 წლის 23 მაისის №144 ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.05.2017.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 03.05.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №61/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020010.18.011.016231.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.05.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №61/04, 03.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 220020010.18.011.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3656918/