„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, საოპერაციო ეფექტიანობის შენარჩუნების მიზნით, კომერციულ ბანკს უფლება აქვს იჯარით გასცეს ისეთი ქონების ნაწილი, რომლის უდიდეს ნაწილსაც თავად იყენებს საბანკო საქმიანობისთვის, იმ პერიოდის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული ქონების ნაწილის გაყიდვა/გამიჯვნა შეუძლებელია ან მისი გაყიდვა/გამიჯვნა დაკავშირებულია გაუმართლებლად მაღალ ხარჯებთან.
მუხლი 2
კომერციულ ბანკს ეკრძალება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის მიზანმიმართულად გაზრდა ან/და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას უძრავი ქონების შეძენა იმ მოცულობით, რაც არ გამომდინარეობს კომერციული ბანკის საჭიროებიდან ან/და უძრავი ქონების შეძენა ხდება მისი შემდგომში იჯარით გაცემის მიზნით.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ უძრავი ქონების იჯარით გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები, მათ შორის, უსაფრთხოებასთან, ბიზნეს უწყვეტობასთან და საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 4
კომერციული ბანკის მიერ ისეთი უძრავი ქონების იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ ბრძანების კრიტერიუმებს, არ უნდა წარმოადგენდეს კომერციული ბანკის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს.
მუხლი 5
კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანების შესაბამისად უძრავი ქონების იჯარით გაცემა საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით, კომერციულმა ბანკმა ქონების იჯარით გაცემამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ანალიზი.
მუხლი 6
კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრული უფლების გამოყენებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს კომერციული ბანკის წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. კომერციული ბანკის მიერ წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი იჯარის გაცემაზე თანხმობის მიცემას.
მუხლი 7
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
კობა გვენეტაძე
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2020.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“?
„კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.04.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №75/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016386.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 09.03.2020-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“, №75/04, 24.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016386 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4545679/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია