„კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №34/04 |
|
2020 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2019; ს/კ: 220090000.18.011.016386) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5 1. კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანების შესაბამისად უძრავი ქონების იჯარით გაცემა საჭიროებს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით, კომერციულმა ბანკმა ქონების იჯარით გაცემამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ანალიზი. 2. კომერციულ ბანკს უფლება აქვს, მცირე ფართობის (5 კვ.მ-სა და ქონების/ფილიალის/სათავო ოფისის მთლიანი ფართობის 2%-ს შორის უდიდესი) უძრავი ქონება იჯარით გასცეს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ მიზნებთან და კრიტერიუმებთან შესაბამისობის დაცვით, რის შესახებაც უნდა ეცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე წერილობითი (მატერიალური ფორმით) ან/და ელექტრონული ფორმით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეტყობინება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იჯარით გასაცემი უძრავი ქონების ადგილსამყოფელის, უძრავი ქონების/ფილიალის/სათავო ოფისის მთლიანი ფართობისა და იჯარით გასაცემი ნაწილის ფართობის შესახებ, ასევე, მოიჯარის ვინაობის, იჯარით გაცემის მიზნობრიობისა და იჯარის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია უძრავი ქონების იჯარით გაცემის კონკრეტული შემთხვევის თაობაზე. მუხლი 6 ამ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრული უფლების გამოყენებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს კომერციული ბანკის წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში. კომერციული ბანკის მიერ წერილობითი მიმართვიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ქონების იჯარის გაცემაზე თანხმობის მიცემას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №34/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.016439.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 24 აპრილის №75/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №34/04, 09.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016439 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4816002/