„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №92/04 |
|
2018 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემისას არ უარესდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკში აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ არსებული პირობები, კერძოდ, თანხის გადარიცხვისა და გატანის საკომისიოები. 11. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჭირო არაა მიმღებ ბანკში პირის მიერ ანგარიშის გახსნისათვის განაცხადის წარდგენა. ანგარიშების გახსნა ხდება ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის ხელთ არსებულ პირის იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციისთვის განკუთვნილ დოკუმენტებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიმღებმა ბანკმა, ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გადაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლოა განახორციელოს მხოლოდ თანხის ერთი ოპერაციის ფარგლებში სრულად განაღდება, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ კლიენტი არ არის შეტანილი ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. ასევე, მიმღები ბანკი ვალდებულია კლიენტს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი განახლებული დოკუმენტის (მინდობილი პირის შემთხვევაში – განახლებული მინდობილობის) წარდგენა ანგარიშის გადატანის დღის მდგომარეობით. თუ მიმღებ ბანკში გადატანილ ანგარიშზე გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმღები ბანკი ლიკვიდაციაში მყოფი ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს თანხის ჩარიცხვის ოპერაციას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ შეზღუდვებთან ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ოპერაციებს, მათ შორის, ყადაღის აღსასრულებლად ყადაღის მოცულობის ფარგლებში არსებული თანხების ჩამოჭრას. ნებისმიერი სხვა ტიპის საბანკო მომსახურების გაწევისას, მიმღები ბანკი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|