საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1611
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1611

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დ. გიორგაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით გიორგაძეს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე გასაფორმებელ იპოთეკის ხელშეკრულებას.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი