საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1613
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 20/08/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1613

2012 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში უფლებრივად უნაკლო, ქ. მარტვილში მდებარე 6810.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 15 ერთეული შენობა-ნაგებობების (№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 41.09.32.006) ნოდარ ახვლედიანის მიერ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში შეიტანოს ცვლილება უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2011 წლის 28 აპრილის ნოდარ ახვლედიანთან გაფორმებულ №30 უ.პ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების 2.1.5 ქვეპუნქტი ჩამოაყალიბოს შემდეგი რედაქციით:

„2.1.5. ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით განახორციელოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიცია და ექსპლუატაციაში შეიყვანოს 2012 წლის 1 სექტემბრამდე მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდიჭყონში მდებარე 6248.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე №1, №2, №3, №4, №5, №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 41.15.39.001), მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანძაში მდებარე 5629,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე №1-34,2 კვ.მ, №2-217,3 კვ.მ, №3-126,7 კვ.მ, №4-127,6 კვ.მ, №5-127,6 კვ.მ, №6-127,6 კვ.მ, №7-127,6 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 41.04.35.002), ქ. მარტვილში, გამსახურდიას ქ. №14-ში მდებარე 15500.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14 არასაცხოვრებელი ფართობები – 381 კვ.მ, 302 კვ.მ, 259 კვ.მ, 276 კვ.მ, 279 კვ.მ, 294 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 41.09.32.040).“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები

პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. მერაბიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.08.2012.
როდის იქნა მიღებული „საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 20.08.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1613. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.08.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საპრივატიზებო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1613, 20.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2373059/