საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №408
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.018028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2014 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 31.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №408
2014 წლის 18 ივნისი
ქ.თბილისი
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25‑ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №405 დადგენილება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის, საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა ფუნქციების შესასრულებლად დაშვების წესებს.
მუხლი 2🔗
აღნიშნული წესის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე იმ საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც იხსნება საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „საკონსულო დაწესებულება“ – ნებისმიერი გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო, საკონსულო სააგენტო;
ბ) „საკონსულო ოლქი“ – რაიონი, რომელიც საკონსულო დაწესებულებას გამოეყოფა საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად;
გ) „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ – პიროვნება, რომელსაც დავალებული აქვს იმოქმედოს, როგორც ასეთმა;
დ) „საკონსულო თანამდებობის პირი“ – ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკონსულო დაწესებულების მეთაური, რომელსაც დავალებული აქვს, როგორც ასეთმა შეასრულოს საკონსულო ფუნქციები;
ე) „საკონსულოს მოსამსახურე“ – ნებისმიერი პირი, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობებს ასრულებს საკონსულო დაწესებულებებში;
ვ) „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ – ნებისმიერი პირი, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობას ასრულებს;
ზ) „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ – საკონსულოს თანამდებობის პირები, საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები;
თ) „საკონსულო პერსონალის მუშაკი“ – საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულო დაწესებულების მეთაურის გარდა, აგრეთვე, საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები;
ი) „კერძო შინამუშაკი“ - პირი, რომელიც მხოლოდ კერძო სამსახურშია საკონსულო დაწესებულების მუშაკთან;
კ) „ეგზეკვატურა“ - ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხმობა, საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების დაწყების თაობაზე;
ლ) „საკონსულო პატენტი“ - დოკუმენტი, რომელიც გაიცემა წარმდგენი სახელმწიფოს მიერ, და რომელიც ადასტურებს საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნას, განსაზღვრავს საკონსულო ოლქის ფარგლებსა და საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს.
თავი II
საკონსულო დაწესებულების გახსნა
მუხლი 4🔗
საქართველოში უცხო სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებები იხსნება საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
საკონსულო დაწესებულება გახსნილად მიიჩნევა საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის გაგზავნილი თანხმობის შემდეგ.
თავი III
საკონსულო დაწესებულების მუშაკთა დანიშვნა და დაშვება ფუნქციების შესასრულებლად
მუხლი 6🔗
საკონსულო დაწესებულების მეთაურის დანიშვნა ხდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის, საქართველოს ორმხრივი საკონსულო შეთანხმებისა და მოცემული წესით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 7🔗
საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე თანხმობის მიღების შემთხვევაში, წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის საკონსულო დაწესებულების მეთაურად ამა თუ იმ პირის დანიშვნის თაობაზე შესაბამის ნოტას, რომელსაც ერთვის საკონსულოს მეთაურის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები.
მუხლი 8🔗
გადაწყვეტილებას საქართველოში უცხო სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურის დაშვების თაობაზე ბრძანებით იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მუხლი 9🔗
საკონსულო დაწესებულების მეთაურად პირის დანიშვნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის მიღების შემდეგ, წარმდგენი სახელმწიფო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ან სხვა არხებით უგზავნის საკონსულო პატენტს ან სხვა ანალოგიურ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში აღინიშნება საკონსულო დაწესებულების მეთაურის სრული სახელი, გვარი, მისი მოქალაქეობა, საკონსულო დაწესებულების კლასი, საკონსულო ოლქი და ადგილსამყოფელი.
მუხლი 10🔗
1. საკონსულო დაწესებულების მეთაურს შეუძლია შეუდგეს თავისი ფუნქციების შესრულებას მხოლოდ ეგზეკვატურის გაცემის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ეგზეკვატურის ფორმას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მას ხელს აწერენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და ის მოწმდება გერბიანი ბეჭდით.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საკონსულო დაწესებულების მეთაურს შესაძლებელია მიეცეს თანხმობა, დროებით შეასრულოს თავისი ფუნქციები ეგზეკვატურის გაცემამდე.
4. საკონსულო თანამდებობის პირებს, გარდა საკონსულო დაწესებულების მეთაურისა, შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.
5. ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის მუშაკებს შეუძლიათ შეუდგნენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მათი დანიშვნის შეტყობინების შემდეგ.
6. დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებსაც ევალებათ საკონსულო ფუნქციების შესრულება, უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად დიპლომატიური პერსონალის წევრისგან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს საკონსულო პატენტი და, შესაბამისად, გაიცეს ეგზეკვატურა:
ა) გამომდინარე ნაცვალგების პრინციპიდან;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში.
მუხლი 11🔗
საკონსულო დაწესებულების გახსნისა და საკონსულო დაწესებულების მეთაურის მიერ, თუნდაც დროებით, თავისი ოფიციალური ფუნქციების შესრულების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ორგანოებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საკონსულო დაწესებულებამ და საკონსულო დაწესებულების მეთაურმა შეძლონ დაკისრებული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 12🔗
თუ საკონსულო დაწესებულების მეთაურს არ ძალუძს თავისი ფუნქციების შესრულება და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესის თანახმად, მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრება საქართველოში აკრედიტებულ, წარმდგენი სახელმწიფოს სხვა საკონსულო თანამდებობის პირს, საკონსულოს მოსამსახურეს ან წარმდგენი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის წევრს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მუხლი 13🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ:
ა) საკონსულო პერსონალის მუშაკთა დანიშვნის, შემდეგ საკონსულო დაწესებულებაში მათი ჩასვლის, საბოლოოდ გამგზავრების, მათი ფუნქციების შეწყვეტისა და ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომლებიც მოქმედებს მათ სტატუსზე და შეიძლება მოხდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი მუშაობის დროს;
ბ) იმ პირის ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შესახებ, რომელიც საკონსულო პერსონალის მუშაკის ოჯახის წევრია და მუდმივად ცხოვრობს მასთან, აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, იმის შესახებ, რომ ესა თუ ის პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის წევრი;
გ) იმ საკონსულო დაწესებულების მუშაკების ან კერძო შინამუშაკების დაქირავებისა თუ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში ან გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა.
2. შეტყობინება ჩასვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ უნდა გაკეთდეს შეძლებისდაგვარად დროულად.
მუხლი 14🔗
1. საქართველოში აკრედიტებული საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებზე, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, გაიცემა მათი პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი სააკრედიტაციო ბარათები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ბარათები გაიცემა უსასყიდლოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.