გათავისუფლებულ ფრენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №419 |
|
2014 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი |
|
ანაზღაურების წესი
2. ამ წესის მიზნებისთვის „სხვა მომსახურება“ გულისხმობს აეროპორტის მფლობელის ან/და ექსპლუატანტის მიერ საქართველოს შესაბამის აეროპორტებში „გათავისუფლებული ფრენების“ მომსახურების მიზნით გაწეულ საქმიანობას, აგრეთვე სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობას.
3. ამ წესის მიზნებისთვის „სააერნაოსნო მომსახურება“ და „სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა“ განიმარტება საქართველოს საჰაერო კოდექსის 101 და 102 მუხლების შესაბამისად.
4. ამ წესის მიზნებისთვის „მომსახურების გამწევი“ გულისხმობს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტის მფლობელს ან აეროპორტის ექსპლუატანტს.
5. „მომსახურების გამწევის“ მიერ „გათავისუფლებული ფრენების“ სააერნაოსნო ან/და სხვა მომსახურებაზე გაწეული ხარჯები „მომსახურების გამწევს“ აუნაზღაურდება წლიური ბიუჯეტის კანონით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ამ მიზნით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
6. 2015 წლიდან ანაზღაურებას ასევე ექვემდებარება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ 2014 წლის 1 იანვრიდან „გათავისუფლებული ფრენების“ მომსახურების მიზნით გაწეული სააერნაოსნო მომსახურების ხარჯი, ასევე „მომსახურების გამწევის“ მიერ „გათავისუფლებული ფრენების“ სააერნაოსნო ან/და სხვა მომსახურებაზე გაწეული ხარჯების წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანება.
7. „გათავისუფლებული ფრენების“ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებიდან, უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტობრივად გაწეული სააერნაოსნო და სხვა მომსახურების მოცულობის შესაბამისად, „მომსახურების გამწევის“ მიერ მოწოდებული ანგარიშების (ინვოისი) საფუძველზე, ანგარიშების წარდგენიდან გონივრულ ვადაში.