„ტექნიკური რეგლამენტის − „აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების ტიპობრივი წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №543 |
|
2015 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესი.“.
3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
და ცხოველის რეალიზაციის წესი
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესებს.
2. ეს რეგლამენტი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან.
1. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აგრარული ბაზარი/ბაზრობა − მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციისათვის;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) − ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;
გ) აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი − ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია აგრარული ბაზრის/ბაზრობის (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი) საქმიანობიდან/ფუნქციონირებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის;
დ) ბაზარზე განთავსება – პირის მიერ სურსათის ან/და ცხოველის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები (მათ შორის, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის ან/და ცხოველის ბაზარზე დაშვება სარეალიზაციოდ).
2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ტერმინებისა, ამ რეგლამენტის მიზნებისათვის, თუ ამ რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების, „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები.
1. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია:
ა) არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;
ბ) არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად ცოცხალი ცხოველი, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს;
გ) უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა;
დ) უზრუნველყოს ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვა/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი;
ე) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ცხოველთა გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის ინფექციური დაავადების აღმოჩენისას ან ასეთ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
3. აგრარული ბაზრები/ბაზრობები, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უნდა მოეწყოს საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან მოშორებით. ადგილის შერჩევისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაბატონებული ქარების მიმართულება, მისასვლელი გზის არსებობა. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით; უნდა იქნეს დახრილი, რათა წვიმა და მოხმარებული წყლები კანალიზაციაში ადვილად ჩაედინებოდეს.
4. აგრარული ბაზრები/ბაზრობები, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, უნდა იყოს შემოღობილი, დაყოფილი განყოფილებებად, სადაც ცხოველები განთავსდებიან სახეობების მიხედვით. ტერიტორია, მათ შორის, მისასვლელი გზა და ჩამოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული (მოპირკეთებული), ადვილად ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს. სატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა მოეწყოს ცალკე შესასვლელი დეზობარიერით.
5. აგრარულ ბაზრებში/ბაზრობებში უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი (ბაქანი), სატრანსპორტო საშუალებიდან ცხოველების გადმოსაყვანად.
6. ცხენის, ვირის, ჯორის, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ღორის სარეალიზაციოდ განსათავსებლად ბაზრის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ღია და დახურული შესარეკები (ფარდულები), მცირე ზომის ცხოველები (ბოცვერი,ზღვის გოჭი, ზაზუნა და ა.შ., აგრეთვე ფრინველი) უნდა განთავსდეს გალიებში, ხოლო ცოცხალი თევზი − აკვარიუმში.
7. დღის ბოლოს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა). დეზინფექცია (დერატიზაცია, დეზინსექცია) უნდა ჩატარდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ინფექციური დაავადებით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას, იმავე დღეს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა) და ჩატარდეს დეზინფექცია.
8. ნარჩენების შემკრები კონტეინერი უნდა განლაგდეს მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედანზე, რომელიც სავაჭრო ზონიდან დაშორებული იქნება არანაკლებ 25 მ-ით.
9. ცხოველების სავაჭრო ადგილები განცალკევებული უნდა იქნეს სურსათის სავაჭრო ადგილებისგან.