აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№108-უ.ს.გ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის

დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის

შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს :

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი დასკვნა მიღებულ იქნეს ცნობად.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა განხილვისა და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი თვის ვადაში აცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეისწავლოს ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციების მოცვნარასა და გომის მთის სატყეო უბნებში, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციაში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისებისა და ტყის დაცვის საქმეში არსებული მდგომარეობა და შედეგების შესახებ აცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით შექმნილი საკითხის შემსწავლელი ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნა სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                             ავთანდილ ბერიძე           

 

ჩაქვი,

2014 წლის 19 ივნისი

№108-უ.ს.გ.ს.