აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№110-უ.ს.შ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვა და  ადგენს:

  1. ცნობად იქნეს მიღებული  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების მიმოხილვა და დაშვებული შეცდომებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ:

ა) დასახოს საჭირო ზომები ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ბიუჯეტის შემოსულობებისა (ასევე, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის) და გადასახდელების კვარტალური დაგეგმვის ორგანიზებისა და სრულყოფის მიზნით;

ბ) სათანადო ყურადღება დაუთმონ ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური გეგმის მაქსიმალურ შესრულებას, ასიგნებების გადანაწილებას;

გ) გაატაროს ღონისძიებები 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების საქმეში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების სამომავლოდ აღმოფხვრის მიზნით;

დ) საბიუჯეტო პროცესის სრულყოფილად წარმართვისას მკაფიოდ განსაზღვროს შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობის სფერო;

ე)  მხარჯავმა დაწესებულებებმა  კრიტიკულად გააანალიზონ 2014 წლის ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულება და მიიღონ ეფექტური ზომები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებასა და შედეგებზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაკეთდეს ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტალის შესრულების მიმოხილვის დროს.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                                                ავთანდილ ბერიძე

ჩაქვი  

2014 წლის 18 სექტემბერი

№110 - უ.ს.შ.ს.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2014.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“ მიღებულია 18.09.2014. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №110-უ.ს.შ.ს..
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვაზე“, №110-უ.ს.შ.ს., 18.09.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2516337/