აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№152-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. მ აღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ამ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის სტაჟიორობის კანდიდატთა შერჩევა და მიღება განხორციელდეს საჯარო კონკურსის გზით, არა უგვიანეს მიმდინარე წლის 29 თებერვლისა.

2. საჯარო კონკურსის გამოცხადება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდისა და მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი (ელექტრონული) საშუალებებით. საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირებას გაივლიან 2012 წლის 5 მარტიდან 5 თვის ვადით.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თითოეული კომისიის აპარატში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს 2 სტაჟიორით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტებში – თითო სტაჟიორით.

4. ამ დადგენილების პრინციპების გათვალისწინებით, ეთხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2010 წლის 28 დეკემბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის წესში.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის

მოადგილე                                                                                  ნ. ზოსიძე

ჩაქვი,

2012 წლის 2 თებერვალი

№152-უ.ს.რ.ს.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2012.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“ მიღებულია 02.02.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №152-უ.ს.რ.ს..
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირების გავლის თაობაზე“, №152-უ.ს.რ.ს., 02.02.2012 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1578062/