აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფლის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №70, 20.12.2010) პირველი მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებით ადგილსამყოფლად განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბათუმი, თაბუკაშვილის ქუჩა №19.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2011 წლის 1 ივლისი
№125-უ.ს.რ.ს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 01.07.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №125-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.31.056.016011.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დროებითი ადგილსამყოფელის განსაზღვრის შესახებ“, №125-უ.ს.რ.ს., 01.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.056.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1430917/