აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№154-უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა”, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 98-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, თუ იმავე აქტით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.”.

2. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 114

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ სათანადო კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავენ კომისიები და ფრაქციები.

2. კომისიებისა და ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიურო პირველსავე სხდომაზე განიხილავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემის საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლეს საბჭოს.

3. უმაღლესი საბჭო, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს დადგენილებით აძლევს თანხმობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე.

4. თუ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ვერ მიიღებს თანხმობას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.”.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                           მ. მახარაძე

ჩაქვი,

2012 წლის 15 მარტი

№154-უ.ს.გ.ს.

  

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2012.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.03.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №154-უ.ს.გ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016006.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №154-უ.ს.გ.ს., 15.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1615804/