"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია ქობულეთის მუნიციპალიტეტი – დაბა ჩაქვი.“.
2. 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უმაღლესი საბჭოს ბიურო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული კომისიებში ამ რეგლამენტით განსაზღვრული განხილვის ვადები.“.
3. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაევალება უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეს.“.
4. 77-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) წამყვანი კომისიის მიერ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნით და ალტერნატიული წინადადებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაეცემა უმაღლესი საბჭოს ბიუროს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად მეორე მოსმენით განხილვისათვის;“.
5. 82-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს გამოითხოვოს იგი კომისიაში განხილვამდე.“.
მუხლი 2.
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 17 ნოემბრის რეგლამენტი №142 - ვებგვერდი, 22.11.2011 წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ბათუმი,
2010 წლის 16 დეკემბერი
№108-უ.ს.შ.ს.
შეტანილი ცვლილებები:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 17 ნოემბრის რეგლამენტი №142 - ვებგვერდი, 22.11.2011 წ.

2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.