აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1101 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის გრაფიკი, დამტკიცების მომდევნო დღეს ეგზავნება კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, საკადრო და საქმისწარმოების დეპარტამენტს,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მთავრობას – მხოლოდ განხილვის გრაფიკი.“.
2. 1102 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით. უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს.
21. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი საბჭოს შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე წარუდგენს თავის მოხსენებას. მოხსენებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.“.
3. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 114
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხს გენერალური აუდიტორის მიერ სათანადო კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენიდან 5 დღის ვადაში განიხილავენ კომისიები და ფრაქციები.
2. კომისიებისა და ფრაქციების დასკვნის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს ბიურო პირველსავე სხდომაზე განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისათვის თანხმობის მიცემის საკითხს და იღებს დასკვნას, რომელიც წარედგინება უმაღლეს საბჭოს.
3. უმაღლესი საბჭო, პლენარულ სხდომაზე, გენერალურ აუდიტორს დადგენილებით აძლევს თანხმობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე.
4. თუ გენერალური აუდიტორი ვერ მიიღებს თანხმობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშვნაზე, იგი უფლებამოსილია ხელახლა წარადგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“.
4. 137-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ორი დღის ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს ცალკეულ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
8. სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე
ჩაქვი,
2012 წლის 2 აგვისტო.
№174-უ.ს.რ.ს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2012.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.08.2012. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №174-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016008.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №174-უ.ს.რ.ს., 02.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1724787/