აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 48-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკუთარი უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, აპარატის უფროსის მოადგილეს, აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს (გარდა კომისიების აპარატების უფროსებისა);“.

2. 1381 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული ხაზინადართა საბჭოს მეშვეობით.“.

3. 141-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და პრესსამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

4. 142-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

14 მარტი 2013 წ.

N42-უ.ს.რ.ს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2013.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.03.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №42-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016016.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №42-უ.ს.რ.ს., 14.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1870569/