აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი |
1. 123-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მასში მითითებული უნდა იყოს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადა, წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა.“.
2. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკითხის შემსწავლელი ჯგუფის შექმნისას მისი უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო 3 თვით. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადას, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის დასაბუთებული წერილობითი წარდგინების საფუძველზე, აგრძელებს უმაღლესი საბჭო, მაგრამ არა უმეტეს 2 თვით.“.
3. 125–ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ საკითხის შემსწავლელ ჯგუფში ფრაქციისათვის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს საკითხის შემსწავლელი ჯგუფის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.“.
ჩაქვი, 29 იანვარი 2013 წ. N29-უ.ს.რ.ს. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2013.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.01.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №29-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016013.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №29-უ.ს.რ.ს., 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1831512/