აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№110-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110331035, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინადადებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილებით უმაღლესი საბჭოს პლენარული (რიგგარეშე) სხდომის გამართვა შესაძლებელია, კონკრეტული თემატიკიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადგილსამყოფლის გარეთ – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე.“.

2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.“.

3. 141-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს და უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს (გარდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსისა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

4. 142-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (გარდა უმაღლესი საბჭოს აპარატის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებისა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს აპარატის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებას, ამავე დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მ. მახარაძე

ბათუმი,

2011 წლის 30 მარტი  

№110–უ.ს.რ.ს.