აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
010240080.51.056.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

რეგლამენტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიუროს გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით. სხდომის ოქმის ამონაწერი უმოკლეს ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ეგზავნება ფრაქციებს, კომისიებს და აპარატს.“.

2. მე-80 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა წამყვან კომისიას, სხვა კომისიებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ და საკადრო საკითხთა დეპარტამენტს, ასევე მთავრობას, და განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.“.

3. 141-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“.

4. 142-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან: დეპარტამენტები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო, ბუღალტერია და კომისიების აპარატები, რომელთა შემადგენლობას, თანახმად დამტკიცებული საშტატო განრიგისა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და კომისიების აპარატების – შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის თანაშემწეს, შესაბამისი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.“.


მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მარტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

10 თებერვალი 2017 წ.

N26-უ.ს.რ.ს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2017.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 10.02.2017. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №26-უ.ს.რ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010240080.51.056.016033.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №26-უ.ს.რ.ს., 10.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3573868/